ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016052
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2011 წლის 15 აპრილი

დ. ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში  ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს               1-ლი პუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული მე–6 მუხლის, მესამე პუნქტის, „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: ,,ბ) გამგებლის მოადგილეები“

3. დადგენილებით დადმტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სოციალურ საკითხთა სამსახური“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,რაიონის“ შეიცვალოს სიტყვით ,,მუნიციპალიტეტის“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს 23-ე მუხლი.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს 25-ე მუხლი.

7. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია