საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №86
1999 წლის 28 თებერვალი
ქ.თბილისი
„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №782 ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილ საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში:
1. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მალხაზ ჩაჩავა, მიხეილ ჭკუასელი.
2. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ე. შევარდნაძე