„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-01-29
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-12
სარეგისტრაციო კოდი
010220020.05.002.000000
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №38

1999 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები      „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №209 ბრძანებულებაში:

1. სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: დავით იაკობიძე, თამაზ კვაჭანტირაძე, ნიკო ლეკიშვილი, გიორგი მერკვილაძე, თედო ნინიძე, გურამ ფანჯიკიძე, ბადრი შოშიტაიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

გურამ ბენაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ივანე ზიდელავა – ქ. თბილისის მერი

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ზურაბ მახარაძე – საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რევაზ ღლონტი – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „წიგნის პალატის“ გენერალური დირექტორი

თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია -– საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია