|
„ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., № 86, მუხ. 923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვა (ციფრი): „მე-18 მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): „მე-11 მუხლის“; ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის: ბ.ა) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე ყველა ადმინისტრაციული ორგანო, ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორგანოების გარდა, მონაცემებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.“. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. მ. სააკაშვილი |