საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2008 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №484 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 15 მაისიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 მაისის ბრძანებულება №261-სსმIII,№75,23.05.2008წ.,  მუხ.810

2. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №860-სსმIII, №146,27.11.2009წ.,მუხ.1697

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა

№

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1.

სამსახურის უფროსი

1

5300

2.

სამსახურის უფროსის მოადგილე

1

4700

3.

ანალიტიკური სამმართველოს უფროსი

1

2950

4.

ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველოს უფროსი

1

2350

5.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი

1

2950

6.

მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველოს უფროსი

 

1

 

2950

7.

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი

1

2350

8.

მთავარი ბუღალტერი

1

2300

9.

მთავარი სპეციალისტი

10

2300

10.

უფროსი სპეციალისტი

2

1760

11.

სპეციალისტი

8

1525

12.

საქმისმწარმოებელი

2

880

13.

მძღოლი

1

650

 

სულ:

31

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 მაისის ბრძანებულება №261-სსმIII,№75,23.05.2008წ.,  მუხ.810

კრებსითი — სრული ვერსია