„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016028
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2011 წლის 30 მარტი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ , ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილების პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. რობაქიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია