საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №697
1998 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
გათვალისწინებულ იქნეს უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და „საქართველოს ფინასთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მიხეილ ჭკუასელი, თამაზ მაღლაკელიძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, თედო ნინიძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ლეკიშვილი – გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე
მიხეილ ჩიქვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე.შევარდნაძე