მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 28
2011 წლის 28 მარტი
ქ. მცხეთა
,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პრეამბულაში ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ’’საქართველოს კანონის 194 მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად მიეთითოს ამავე მუხლის მეორე პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე