საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №330
2001 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ბ. შოშიტაიშვილი, ვ. პაპავა, დ. ონოფრიშვილი, მ. უკლება;
ბ) კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ი. ჩხარტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ლ. ძნელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლ. ალექსიშვილი.
2. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრმა (ნ. ადეიშვილი) ცენტრის დებულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და განსახილველად წარმოდგენა.
ე. შევარდნაძე