„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
191
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №191

2002 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის  11 მარტის №90 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ივანე ჩხარტიშვილი, ნათელა თურნავა.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: აკაკი ზოიძე – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; ვაჟა კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია