„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №185

2002 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკა­ციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. VI თავის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული“.

2. VII თავის მე-17 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრი“.

3. VII თავის 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „ქ.თბილისი“.

4. VII თავის 24-ე მუხლში სიტყვები: „მთავარი საინფორმაციო ცენ­ტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრის“ და შემდგომ როგორც ტექსტშია. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქსტანდარტის ქვედანაყოფების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგების ანალიზი, საინფორმაციო მომსახურება“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია