„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

1999 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფი­კაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებუ­ლებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. VII თავის მე-17 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველო“.

2. VII თავის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმარ­თ­ველოს ფუნქციებია პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა, დაგეგმვა, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა:

ა) სტანდარტების მოთხოვნების დაცვისადმი;

ბ) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის წესების დაცვი­სადმი;

გ) სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვისადმი;

დ) სამუშაოთა ანალიზისა და ინფორმაციისადმი“.

3. VII თავის 23-ე მუხლში „საქსტანდარტის“ ტერიტორიული ორ­გა­­­ნო­ების ჩამონათვალს დაემატოს „ქ.თბილისი“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია