,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016192
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

2011 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის� ლიკვიდაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის� ლიკვიდაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებას (სსმ, 03.02.2011 წელი) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,21� პუნქტი:

�21. ლიკვიდაციის დასრულებამდე ცენტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გააგრძელოს შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ხიდის რეაბილიტაცია;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ახალი ხიდის მშენებლობა;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია