"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-3/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.016052
"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-3/ნ

2011 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებაში ცვლილებ ების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებ ით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ   III, 16.07.2008, № 101, მუხ.1129) შევიდეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ჰ5 ’’ ქვეპუნქტი;

„ ჰ5) სააგენტო ს სამართლებრივი უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა , საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა . “ ;

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ზ “ ქვეპუნქტი:

„ ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური. “ ;

ბ) მე-2 პუნქტის „ ე “ და „ ი “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ ე ს;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„ 8 . სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) სააგენტო ს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

გ) სააგენტოს ძირითად ფუნქციებთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის დამყარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თანამშრომლობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართელბრივი საკითხების კოორდინაცია . “.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს .

ა. ურუშაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია