"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.131.016039
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ 12.01. 2011 წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

2. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

3. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილების შესაბამისად.

3. ამოღებულ იქნეს თავი V.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. ბერაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია