"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.136.016054
"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ხულო

 „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის            3 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 11.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ბ ) გამგებლის თანაშემწე:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;

ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი“;

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში :

ზ . ა ) უმაღლესი განათლება ;

ზ . ბ ) „ არქიტექტურული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონი ;

ზ . გ ) „ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ “ საქართველოს კანონი ;

ზ . დ ) „ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონი “.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი :

გ . ა ) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

გ . ბ ) „ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონი ;

გ . გ ) ,, სოციალური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონი “.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ნ.თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია