საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
�გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №43, მუხ. 326) შეტანილ იქნეს დამატება და ცვლილება და ბრძანებულების პირველ პუნქტში:
ა) სიტყვების: �ვაჟა კიკნაძე � საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი� შემდეგ დაემატოს სიტყვები: �ირაკლი კახიძე � საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე�;
ბ) სიტყვები: �ირაკლი ლეჟავა � საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი� შეიცვალოს სიტყვებით: �ირაკლი ლეჟავა � საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორი�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი