ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №8
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ.“ №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ: დაადგინა
1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ №44 დადგენილებაში (სსმ V, 16.12.2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
დანართი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისამართი)
––––––––––––––––––––––––––მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ობიექტის დასახელება და ობიექტის მისამართი)
მიწის ფართობი –––––––––––––––––––– კვ.
მეტრი,––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(მიწათსარგებლობის ფორმა)
შენობა-ნაგებობა –––––––––––––––––––– კვ. მეტრი.
საფუძველი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონის შედეგების ოქმი № ––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დაპირება) №––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, და მიღება-ჩაბარების აქტი 20 წლის ,,–––––’’,, –––––––––––’’,
მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.
მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (დაპირებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 20 წლის ,,–––––’’ ,, ––––––––––––––––––––’’
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /-----------------/ /------------------------------------–/“.
ხელმოწერა სახელი, გვარი