"საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-09
სარეგისტრაციო კოდი
010100000.08.002.016151
"საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №61

2011 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №145, მუხ. 1614) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოებია:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა;

ბ) საკონსულო დაწესებულება.

2. საჭიროების შემთხვევაში, დასაბრუნებელ მოწმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გასცემს საკონსულო დეპარტამენტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია