ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 11 იანვარი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №40 დადგენილებაში ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საკრებულომ დაადგინა:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №40 დადგენილებაში – ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-4 პუნქტში სიტყვები ,,ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის“;
2. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი ,,150“ შეიცვალოს რიცხვით ,,1500“;
3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში რიცხვი ,,900“ შეიცვალოს რიცხვით ,,3750“;
4. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში რიცხვი ,,6 000“ შეიცვალოს რიცხვით ,,12 000“;
5. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე