(ძალადაკარგულია - 22.05.2019, №150)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 98 9
2010 წლის 3 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ “ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე “.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი