"საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
421
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.016152
"საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საავტომო­ბილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენი­ლებაში (სსმ, 2004 წ., №156, ნაწ. III, მუხ. 1436) შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და მე-2 პუნქტის ,,ბ“ – ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყა­ლი­ბ­დეს შემდეგი რედაქციით: 

,,ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ბ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%; 

ბ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 45%;

ბ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%; 

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ) 2013 წლის 1 იანვრიდან: 

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემ­ბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია