საქართველოს პრეზიდენტის
2003 წლის 7 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომელობის შესახებ“ ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე