საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
411
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-05
სარეგისტრაციო კოდი
220020040.10.003.016141
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშ­გე­ბის განმახორციელებელ პირთა ნუსხა (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი №2).

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №333 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

3. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

 დანართი №1

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა

 საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვ­რის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ­ლის პირველი ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვა­ლის­წი­ნებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბა­ლანს­ზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთო­დის გა­მოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პი­რის აუ­დიტირებული ფინანსური ანგარიშგება:

ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (Pricewaterhouse Coopers);

ბ) დელოიტი (Deloitte);

გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);

დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);

ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);

ვ) ბიდიო (BDO);

ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);

თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Wiliamson);

ი) შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM‑ის წევრი);

კ) პი-ქეი-ეფ (PKF). 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №333 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

 დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნა­წილის „ა-დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასე­ბის ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარ­მოებს:

ა) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

ბ) შპს „ენგურჰესს“;

გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუს­ენერ­გოს“;

დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;

ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;

ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;

ზ) შპს „რკინიგზის ტელეკომს“;

თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;

ი) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;

კ) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“;

ლ) შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“;

მ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომ­­პანიას“.

 

კრებსითი — სრული ვერსია