საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის შესახებ სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სათანადო შეტყობინებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს მდივანი.“; ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№1989-IIს