"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1077
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016116
"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1077

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია