შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
371
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-20
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №371

2002 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია