"ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016017
"ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 37

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ვანი

 ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში ცვლილებები ს შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                დ. კაკაბაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია