საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №74
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ.თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანების (სსმ III, 30.07.2010წ., №93, მუხ. 1383) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სატყეო სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სატყეო დეპარტამენტის ბეჭდები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 მარტამდე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან.
გ.ხაჩიძე