"უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4039-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
470230000.09.001.016027
"უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №82, 6.08.2003, მუხ. 727) ფსიქოტროპული ნივთიერებების თანდართულ ნუსხას ანბანური თანამიმდევრობით დაემატოს

თიანეპტინი

0,12 5

1,2 5

12, 5

 

 

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                           დ . ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4039-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია