წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №82
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში (სსმ V, 12.08.2010 წ, №10, მუხლი 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველ პუნქტში სიტყვების „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“, ჩაიწეროს სიტყვები „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“;
გ) დადგენილების №1 დანართში სათაურის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“;
დ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური შემდგომში (სამსახური), წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას“.
ე) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას“.
ვ) გაუქმებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და შესაბამისად „ზ“ ქვეპუნქტს ეწოდოს „ვ“ ქვეპუნქტი; „თ“-ს - „ზ“ ქვეპუნქტი; „ი“-ს - „თ“ ქვეპუნქტი“; „კ“-ს - „ი“ ქვეპუნქტი და „ლ“-ს - „კ“ ქვეპუნქტი.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას (გიორგი შუბლაძე).
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ბათილად იქნა ცნობილი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.02.2011წ.