ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარით.
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარით.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე