საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
550
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-10
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.002.001.
საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №550

2000 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შე­სახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენ­ზირების საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების სახელმწიფო მოსაკრებლის 50% ჩაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო 50% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებ­ლობის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე ამ სფეროში დასაქმებულ სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისე­ბისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია