საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №485
2000 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და დარგის ინსტიტუციონალური მოწყობის პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით:
დამტკიცდეს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანდართული ნუსხა.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობით უზრუნველყონ დამტკიცებული ნორმატიული აქტების შემუშავება და 2000-2003 წლების განმავლობაში დადგენილი წესით მათი ამოქმედება.
ე. შევარდნაძე