საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია ,,ანადარკოს" მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის განაწილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
399
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2000-09-06
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.05.002.001.
საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია ,,ანადარკოს" მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის განაწილების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №399

2000 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია „ანადარკოს“ მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის განაწილების შესახებ

1. საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია „ანადარკოს“ მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის 50 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50 პროცენტი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე.

2. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გამოყენებულ იქნეს სააგენტოსათვის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია