ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ, დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილებაში (სსმ V, №18, 13.08.2010 წ., მუხ. 304) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის პირველის პუნქტის „ჟ’’, „რ’’, „ს’’ „ტ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სამსახური იღწვის, რათა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს აგრარული რეფორმების განხორციელებას;
რ) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ს) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;
ტ) სტატისტიკური საინფორმაციო საქმიანობის წარმოება.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი