„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016019
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 26 ნოემბერი

დ. ხულო                   

„ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში (სსმ № 39 , 18.10.2010 წ. , გვ. 48-50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის სათაური.  

2. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები“

  3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები

      ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.“.

     მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია