საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №89
1999 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ამ დეპარტამენტის ობიექტების დაცვის სამსახურის დაფინანსების შესახებ
1. „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 ოქტომბრის №566 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების VI თავში შეტანილ იქნეს შემდგომი ცვლილებები:
ა) 23-ე მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი: – „ობიექტების დაცვის სამსახური“.
ბ) 24-ე მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს დეპარტამენტის საფინანსო და სამეურნეო მომსახურებას“.
გ) 24-ე მუხლს დაემატოს „ი“ პუნქტი: „ობიექტების დაცვის სამსახური უზრუნველყოფს დეპარტამენტის ობიექტების დაცვას“.
2. ობიექტების დაცვის სამსახური შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 ოქტომბრის №018 განკარგულებით განსაზღვრული საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის ხარჯზე, სამსახური დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე