საქართველოს მთავრობის
დადგენილება №13
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005/06 სასწავლო წელს და შემდგომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ახალ წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. სტუდენტებს, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, განესაზღვროთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური საფასურის მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური რაოდენობა შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური რაოდენობა – 1500 ლარი;
ბ) საშუალო რაოდენობა – 1250 ლარი;
გ) მინიმალური რაოდენობა – 1000 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183
2. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183
3. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183