"ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016012
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 7 სექტემბრის № 9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსხურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის № 9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა “ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებს შორის; “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე            დ . ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია