ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. “.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით , „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “, „ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით “ , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით “ და ამ დებულებით “.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების , ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს “.
მუხლი 4
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების V და VI თავი, მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე