"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
951
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016074
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 9 51

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებით (სსმ III , 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი;

ბ) 21-ე პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტში სიტყვების: ,,წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;” შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით მომსახურებას;”;

გ) ამოღებულ იქნეს 21-ე პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 25 ნოემბრიდან.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია