"ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 04 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-29
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016015
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 04 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 31

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1800 ლარის ოდენობით“.

ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4000 ლარის ოდენობით“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე           გ. კაპანაძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია