საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
180
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2024-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია