ნ. გურაბანიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
424
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-08-13
გამოქვეყნების თარიღი
1997-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
ნ. გურაბანიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 424

1997 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

ნ. გურაბანიძეს ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

 

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე   დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.

 

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია