"საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის N59 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
921
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010040000.08.002.016063
"საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის N59 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №921

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., №18, მუხ. 218) პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ ტექსტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სიტყვები: ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;

ბ) სიტყვები: ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია