"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
908
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016056
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №908

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №115, მუხ.1739) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მუზეუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.”;

ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 დეკემბრიდან.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია