საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე