საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
387
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-06-14
გამოქვეყნების თარიღი
1996-06-28
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387

1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა  შემადგენლობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოს:  

 პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ნუგზარ ტუხაშვილს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო ბიუროს განყოფილების უფროსს;

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ დავითაშვილს – ქარელის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსს.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:

პოლიციის მაიორ ელდარ ალიევს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გარდაბნის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს.

პოლიციის მაიორის სპეციალური წოდება:

პოლიციის კაპიტან თამაზ ალანიას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  უფროსის მოადგილეს.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია