„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-08
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.027.016035
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №208

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009 წ., №145, მუხ. 1689) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7  მუხლის „დ“  და  „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                          

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია